მთავრობის გადადგომა, ცვლილები და მთავრობის ახალი მეთაურის წარმოდგენა, ერთგვარი შუქი შეიძლება იყოს მომავლის, იმის, რომ იქნებ გატარდეს რეფორმები ქვეყანაში, ცვლილებები ეკონომიკაში, შეიქმნას პოზიტიური მოლოდინი, - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ისტორიულ პარალელებსაც განვიხილავთ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთერთი ვინც თავისი პრემიერობის დროს ხელი შეუწყო ეკონომიკური ჯგუფების ფორმირებას, ქვეყნის განვითარების გეგმის წარმოდგენას, ინოვაციებზე ფოკუსირებას.
“ამ დოკუმენტებს მე ხარისხობრივად და მის ეფექტიანობას არ შევაფასებ, მაგრამ დოკუმენტები იქნა წარმოდგენილი და ეკონომიკურ გზაზე ასეთი შრომა დასაფასებელია. თუმცა, რაც შეეხება იმ გარემოებას თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა ცვლილებამ ან ახალი მეთაურის დანიშვნამ, აქ უნდა განვიხილოთ შემდეგი რამ, მას ხვდება ფორმირებული პოლიტიკური გუნდი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, გეო-პოლიტიკური რყევები, პანიკა, გაურკვევლობა და ის მაინც არ ითვლება ახალ პოლიტიკურ ფიგურად, რომ განვიხილოთ როგორც ახალი ძალა. მას არც დრო აღარ აქვს, არ ყავს პოლიტიკური გუნდი, ასე ვთქვათ, რადგან, ის უკვე ფორმირებულია. ამიტომ მისი “გასაქანი” მცირე მაშტაბის იქნება”, - განაცხადა რატი აბულაძემ.
ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძეს სრული შეფასება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე მოისმინოთ: