
მეორე კვარტალში საქართველოს 1.6 ვიზიტორი სტუმრობდა - წლიური ზრდა 7%-ია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 7%-ით 1 638 188-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 11%-ით 1 311 416 იყო გაზრდილი, შემცირებულია ერთდღიანი ვიზიტი 5.4%-ით. ამასთან, ტურიზმის პირველ ათეულში EU-ს არცერთი ქვეყანა არ შედის.
Top 15 ქვეყანა, საიდანაც II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
რუსეთი - 361 835 (ზრდა 16%);
თურქეთი - 308 349 (კლება 16.5%);
სომხეთი - 209 983 (ზრდა 7.2%);
ისრაელი - 90 398 (ზრდა 13.8%);
აზერბაიჯანი - 70 430 (ზრდა 46.7%);
ინდოეთი - 49 521 (ზრდა 33.5%);
ყაზახეთი - 41 088 (კლება 3.1%);
ჩინეთი - 32 880 (ზრდა 43.3%);
უკრაინა - 32 269 (ზრდა 20.2%);
ირანი - 30 433 (კლება 8.2%);
ბელარუსი - 28 871 (ზრდა 9.2%);
პოლონეთი - 23 493 (ზრდა 47.9%);
გერმანია - 22 180 (ზრდა 10.4%);
საუდის არაბეთი - 20 410 (ზრდა 25.4%);
უზბეკეთი - 19 225 (ზრდა 21.7%);