2024 წელს შეიძლება შეიცვალოს თამაშგარის წესი ფეხბურთში, – წერს ესპანური გაზეთი Marca.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.
UFC-მ ანაჰეიმში ჩატარებული ღონისძიების (UFC 298) შემდეგ მებრძოლთა რეიტინგები განაახლა. კლასიფიკაციაში დაწინაურდნენ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო. „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე,- ამის შესახებ კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
FIFA-მ სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
ლონდონში გაიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია – The Best. საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში.
„დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება, გუნდი კი უკვე შვიდმა მოთამაშემ დატოვა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში დაიწყო.