კრიშტიანო რონალდო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ექვს ჩემპიონატზე ექნება ნათამაშები.
„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი განაცხადში მოხვედრას გამოეხმაურა:
„ვამაყობ, რომ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთელ წარმოვადგენ“, – დაწერა რონალდომ სოციალურ ქსელში.
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში საქართველოს, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. „ჯვაროსნები“ პორტუგალიას 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდებიან.
ევროპის ჩემპიონატისთის პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმაა, რობერტო მარტინესმა შემდეგი მოთამაშეები გამოძახა:
მეკარეები: დიოგო კოსტა („პორტო“), ხოსე სა („ვულვერჰემპტონი“), რუი პატრისიო („რომა“).
მცველები: დანილო პერეირა („პარი სენ-ჟერმენი“), რუბენ დიასი („მანჩესტერ სიტი“), ანტონიო სილვა („ბენფიკა“), გონსალო ინასიო („სპორტინგი“), პეპე („პორტო“), ნუნო მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“) დიოგო დალოტი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაო კანსელო („ბარსელონა“), ნელსონ სემედო („ვულვერჰემპტონი“).
ნახევარმცველები: ჟოაო პალინია („ფულჰემი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), რუბენ ნევეში („ალ-ჰილალი“), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ოტავიუ („ალ-ნასრი“).
თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო („მილანი“), ჟოაო ფელიქსი („ბარსელონა“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), დიოგო ჟოტა („ლივერპული“), ფრანსისკო კონსეისაუ („პორტო“), გონსალო რამოსი („პარი სენ-ჟერმენი“), კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“).