"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საჯარო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს:
"ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანია გათამაშებას ატარებს, არ შეესაბამება სიმართლეს.
რამდენიმე ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია და განცხადება თაღლითური სქემაა. მსგავსი ვებ-გვერდების მიზანია თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვება და უკანონოდ გამოყენება.
კომპანია "კოკა-კოლა" არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას.
გთხოვთ, ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს და სწორი ინფორმაცია მიიღოთ მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.