ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთში, ტრანსკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.
“ქართული ოცნების” თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათთვის საწყენია, რომ თბილისის მერის ასარჩევად არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. ამის შესახებ მან დღეს, 3 ოქტომბერს, ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
თბილისის დღემდე მოქმედმა მერმა და დღეს უკვე მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისი არჩევანი გააკეთა.
არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პროექტი პროცესში შეიძლება უფრო მეტად სრულყოფილი იყოს, სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა - სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Business Time-ს კომპანიაში განუცხადეს, 15-17 ოქტომბერს "ეკოვუდი" საერთაშორისო გამოფენის "Caucasus Build 2021"-ში მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკული ენერგო კომპანია Frontera-ს ქართული შვილობილი, რომელმაც 2020 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო დიპლომატიურ კორპუსს, კერძოდ კი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს, რომელსაც WWW.BUSINESSTIME.GE უცვლელად გთავაზობთ.
Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც დღეს მსოფლიოს 23 ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს. 2015 წელს დაფუძნებული კომპანია მოზიდული მილიარდი დოლარის დაფინანსების შედეგად, არაერთი ქვეყნის საკვების მიტანისა და საკურიერო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა.
„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია“, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ინვესტორმა, „ამბასადორი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ ბათუმში, პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.