საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის 7 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
"გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ რეგულაცია სექტორთან დაკავშირებით, რაც აუცრელი მომხმარებლების გამასპინძლებას ეხება.
საქართველოს პარლამენტის წევრ, რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ურთულესია და საწარმოების მხრიდან ჰაერის დაბინძურების კუთხით კანონით გაწერილი ნორმები არ სრულდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაანცხადა.
ფქვილის და პურის ადგილობრივი მწარმოებლები პირველადი მოხმარების პროდუქტის - პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ.
დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.
„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„სამწუხაროდ ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება,“- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ წერს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ საქართველოში ვადაგასული, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება.
კომპანია „ალმა“ სიძულვილის ენის შემცველ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.