„ეკოვუდი“ მონაწილეობს Caucasus Build 2023-ის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო 27-ე გამოფენაში, რომელიც ექსპო ჯორჯიაში იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია "ეკოვუდის" მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა განუცხადა.
მისივე თქმით, გამოფენა აპრილის ბოლოს მოეწყობა, სადაც "ეკოვუდი" ბევრ საინეტრესო ვიზიტორს უმასპინძლებს და ბევრ სიახლესთან ერთად მომხმარებლებს სიურპრიზსაც ჰპირდება.
„გამოფენა 28 აპრილს გაიხსნება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. ჩვენ ვუმასპინძლებთ, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს. წარვუდგინეთ და გავაცანობთ მათ სიახლეებს ჩვენი პროდუქციის შესახებ.
ჩვენ, რამდენიმე ახალი პოზიციები დავიმატეთ, რომლებიც ჩვენი წარმოების შედეგად იქნა მიღებული. ასევე, სიახლეები შევმატეთ საფასადე, როგორც შიდა გამოყენების, ისე გარე სივრცეების მოპირკეტების მასალების კუთხით. ასევე, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ხის დასამუშავებელი საშუალებების მიმართულებითაც.
ჩვენ მივაწვდით მაქსიმალურად ინფორმაციას სტუმრებს იმ სიახლეების შესახებ რაც ცვენს კომპანიას აქვს. ასევე ვგეგმავთ სიურპრიზს, ეს იქნება ფასდაკლების ვაუჩერი, როგორც სარემონტო და სამშენებლო მასალებისთვის, ასევე დაცვითი საშუალებებისთვის“, – განაცხადა სრესელმა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, 2023 წლის 28-30 აპრილს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. მრავალი წელია გამოფენა წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიება უკვე ოცდამერვედ შეკრებს მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს.
ამ გამოფენის მიზანია შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც მონაწილე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, სამშენებლო კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამშენებლო პროფესიონალებსა და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს. გარდა ამისა, მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ ბაზრის სიახლეებს და სამშენებლო სფეროში არსებულ სამომავლო ტენდენციებს. დაესწრებიან საინტერესო თემატურ ღონისძიებებს, სადისკუსიო პანელებს და მონაწილეობას მიიღებენ საქმიან შეხვედრებში.
სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.