
„მეღვინეობა თიესვი” TSV Estate Winery რომის საერთაშორისო ექსპოზე ქართული ღვინით იყო წარმოდგენილი . ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს TSV Estate Winery–ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ეკა კვირტიამ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ერთიანობას ,ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჭენში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლისთვის გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სკანდინავიის ქვეყნებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში, სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში „The Wine Hub” ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა. "თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, აპრილში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა თბილისში 10.7%-ით მოიმატა და 899 დოლარს აღწევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც მსოფლიო ყველა ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 06:12 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.