უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ნავთობის გიგანტი Shell-ი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსულ გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს.
რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT-დან გათიშეს - ევროკავშირი, აშშ და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე რუსული ბანკის ნაწილი მთავარ საერთაშორისო გადახდის სისტემა Swift-ს ჩამოაშორონ.
რამდენიმე წუთის წინ კიევსა და ლვოვში საჰაერო თავდასხმები დაიწყო. ისმოდა აფეთქებების და სირენების ხმა. გაფრთხილება გამოცხადდა ტერნოპოლში, სუმში, ჩერნიგოვსა და ნიკოლაივში. ხალხს მოუწოდებენ სასწრაფოდ შეაფარონ თავი უახლოეს თავშესაფრებს.
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, ამჯერად მათ მოიპოვეს და გაავრცელეს დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.