კომპანია „ეკოვუდმა“ მონაწილეობა მიიღო "Biltmore"-ში გაყიდვების ასოციაციის მიერ გამართულ გამოფენაზე - „ადამიანები ბიზნესის უკან“.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16.5%-ით, ანუ 226.5 ლარით მეტია.
სწრაფად და ურიგოდ შეძენა ამიერიდან „ავერსის“ კიდევ უფრო მეტ აფთიაქშია შესაძლებელი! დიდი მოთხოვნის გამო კომპანიის სააფთიაქო ქსელს 60
თვითმომსახურების აპარატი შეემატა.
2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები.
WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები დაასრულა.
ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიისთვის 18 019 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადდა აუქციონი შემდეგი პირობებით:
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია, მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისთვის და ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მოგების და ქონების გადასახადში საგადასახადო შეღავათები სამი წლის ვადით 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება.