2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) მერყეობდა.
2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
„სწორი შრომით, რესურსების სათანადო გამოყენებით, მიზნის დასახვითა და შემდეგ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად სვლით, სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი საკუთარი ბიზნესი გამართოს, საქმის კეთებით ისიამოვნოს და შემოსავალიც გაიჩინოს,“ - ასე ფიქრობს დარეჯან ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, საცხოვრებლად თბილისიდან გურიაში გადავიდა და სოფელ ხიდისთავში, მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“ აქცია.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" შემოუერთდა. კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.
Pace ჯგუფი ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს, რომელიც ძირითადად ნაყარ ტვირთებზე იქნება გათვლილი, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პირველად „საქმიანი დილის“ ეთერში ჯგუფში შემავალი კომპანია "ტრანსფორდის" აღმასრულებელმა დირექტრომა ვასილ მაზიაშვილმა გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
„დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას „თბილისი მოლმა“ მიმართა.