USB კაბელების დამამზადებელი კომპანია "ტენე“ საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს არ ჩაყარონ საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, შეინახონ და ჩააბარონ, სანაცვლოდ კი მიიღონ ფასდაკლების ქულები.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მომართვა დაედო საფუძვლად.
მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის.
საქართველოს ბანკს, EBRD-სა და Grand Mall Batumi-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგად ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა.
ღვინის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია – ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერეს, მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ 3 თვეში გამოჩნდება. პროექტის ავტორია USB კაბელების დამამზადებელი კომპანია "ტენე“.
მალე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მადნეული-ფოლადაურის მადნიან ზონაში, ოქროს ახალი საბადოს შესწავლას დაიწყებენ, სადაც შემდეგ შესაძლოა ნედლეულიც მოიპოვონ.