კომპანია "ლეგი" - 12 წლის გახდა. "ლეგი" ბეტონის ნაკეთობების კომპანიაა საქართველოში, რომლის პირველი საწარმო 2011 წელს ქობულეთში გაიხსნა. კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.
20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023.
„საირმე მინერალ ვოთერსი“ მიიჩნევს, რომ გიორგი დიასამიძეს მიზანმიმართულად შეყავს პროცესი ჩიხში და ხელს უშლის გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან კონსტრუქციულ დიალოგში. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი დიასამიძე პირადი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე გაფიცულთა დაცვა.
განსაზღვრული ფასნამატები და მარჟები იმპორტიორებისთვის და განსაზღვრული წესები რიტეილისთვის.
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.
ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 26.9 მლნ ლარი შეადგინა.
სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 36,913 ჰა თხილის ბაღი.
15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.