მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია. მათივე თქმით, მამაკაცს სასწრაფო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდული იყო და მალე აღდგა.