მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე – ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს. მათივე ცნობით, ამჯერად, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.
თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ინფრასტრუქტურა 300-მდე მისამართზე დაზიანდა.
დედაქალაქის მერიამ დღეიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყო. მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს დააფინანსებს.
კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, პირველ, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.