როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები.
„ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.
რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.
ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“, – აღნიშნულია განცხადებაში.