
უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზენის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოსაწყობი ადგილები დაათვალიერა.

23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12- მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩთან დაკავშირებით, 21 მარტის 01:00 საათიდან 22 მარტის 07:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.