
თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქში აქტუალური გაახდა ტემპერატურის მატებასთან ერთად მიკროავტობუსებში გაუმართავი გაგრილების სისტემის პრობლემა.

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქ. N1-ში, 18-მეტრიანი ავტობუსების შეუფერხებლად და სწრაფად გადაადგილებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერება მოეწყობა.

აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგათ, -ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოციალურ ქსელში წერს.

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

დედაქალაქში 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.