
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს მომავალში, კორონავირუსგადატანილ მოქალაქეებს ვაქცინაცია არა 120 დღის, არამედ 30 დღის შემდეგ შეეძლებათ. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და დადგენილება, სავარაუდოდ, 26 ივლისისთვის იქნება მზად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს.

„იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერსა და იანვარში ქვეყანას ჩინური ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა“, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარ არხთან“ გააკეთა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 26 მოქალაქე გარდაიცვალა.

სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50 -ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს - ერთი მათგანი კი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენისას განაცხადა.
/

დღეს აცრილია 7 000 ექიმი, მომუშავე 18 000 ექიმიდან. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე ძალიან დაზარალდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ხვალიდან 24 ივლისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.