
მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე - მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს [ალენ ბერსე] და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

სანქციები არ არის ღირსების ორდენის გაცემის საფუძველი - ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა იმ პირს, რომელმაც განსაკუთრებული ღირსება გამოავლინა, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ უღირსი სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შსს-ის 11 ხელმძღვანელი პირის ღირსების ორდენით დაჯილდოებას გამოეხმაურა.

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანქციები არ არის ღირსების ორდენის გაცემის საფუძველი - ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა იმ პირს, რომელმაც განსაკუთრებული ღირსება გამოავლინა, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ უღირსი სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უნდა დაგვისაბუთონ სად არღვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამართლებრივ პრინციპებს - სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.