
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს.

ტრამპი ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და ის რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა - ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო -სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის.

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ვეტერან სამხედროებსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს ხვდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას.

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფვიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრებიან.

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.