global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გურამ ოქროპირიძე დაინიშნა - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა. 

ოქროპირიძემ პოსტზე კახა აბულაძე ჩაანაცვლა, რომელიც მერის მოადგილედ 24 სექტემბერს დაინიშნა.

„როგორ მოგეხსენებათ, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემს ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა კახა აბულაძე, რომელიც მანამდე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დღემდე აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო. ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უხელმძღვანელებს გურამ ოქროპირიძე. გურამს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

66