უკრაინის ხელისუფლება „წითელ ჯვარს“ ათასობით რუსი ოკუპანტის ცხედარის გატანას სთხოვს. რუსეთის ხელისუფლებს საკუთარ მოქალაქეებს არ აწვის ინფორმაციას დაღუპულების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშუკმა განაცხაა.
უკრაინის წინააღმდეგ ჭურვები შავი ზღვიდანაც გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსოფლიო უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. მაკრონის განცხადებით კრიზისი, რომელიც დიდ ხანს გასტანს, უმძიმეს შედეგებს მოიტანს.
საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. ამ ინფორმაციას Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 7 482 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 32 ადამიანი იმსხვერპლა.
მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ! - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, ამ დროისთვის 3500-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა, განადგურებულია 14 რუსული თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი.
კიევში განგაშის ხმა ისმის, იგეგმება საჰაერო იერიში, მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის.
კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის კონტროლის ქვეშაა - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Ukrinform-ს განუცხადა.
შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და "სუ-25"-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.