საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
პოლონურ კომპანიასთან ერთად, ვიწყებთ დრონების წარმოებას. ქვეყნაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა, მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართულ დღევანდელ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.