tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა როცა იქნება, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ევროპულ ინტერესში შედის.

„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. ჩვენ სტატუსი როცა გვექნება, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

214