გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრატების დეპორტაციის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის შს სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა თავშესაფრის იმ მაძიებელთა დეპორტაციის მაჩვენებელი, რომელთა განაცხადი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ქვეყნის დატოვება იანავარი-ივნისის პერიოდში 7 681 ადამიანს მოუწია, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. დეპოტირებულთა შორის 1664 ქალი იყო, 1375 კი – ბავშვი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დეპორტირებული მიგრანტი დაბრუნდა წარმოშობის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე გაზრდილია იმ მიგრანტთა რაოდენობა, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს – 4 892 ადამიანმა სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ ფედერალური დაფინანსება მიიღო, ხოლო 2309 პირმა – სახელმწიფო ან ადგილობრივი დაფინანსება.
გერმანიიდან დეპორტირებულ პირთა რადნეობის ზრდას წინ უძღვოდა აღნიშნული მაჩვნებლის ვარდნა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში.