ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.
შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს, - აღნიშნული განცხადება კალაძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის კომენტირებისას გააკეთა.
სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი და „ქართული ოცნების“ დამსახურებით გახდა პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა.
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დაასრულა.