ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს, გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულ ADOBE-ის დიზაინის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
დიღმის მასივში ტექსელის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ძველი გაზსადენიდან ქსელის სრულიად ახალ, პოლიეთილენის მილზე გადაერთება.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.