დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აბასთუმანში პოლიციის შენობა ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძველ შენობაში იყო განთავსებული.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 ნოემბერს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.
საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში 14 ნოემბერს გაიხსნება.
სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.
22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანიაPegasus-ი დაიწყებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად არის მისი საზღვრები, ეს არის მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი შემოდგომა-ზამთრის სერიაშიც ერთგულად დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს.