ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.