gorgia
ავერსი legi

ავიაკომპანია Wizz Air ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები 7 მარტის ჩათვლით უქმდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მუშაობენ საავიაციო უწყებებთან, სამთავრობო სააგენტოებთან და აეროპორტის პარტნიორებთან ერთად, რათა ოპერირება რაც შეიძლება მალე განახლდეს.

„ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე, 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან.

ჩვენი გუნდები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მუშაობენ საავიაციო უწყებებთან, სამთავრობო სააგენტოებთან და აეროპორტის პარტნიორებთან ერთად, რათა ოპერირება რაც შეიძლება მალე განახლდეს, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს.

ამჟამად, საჰაერო სივრცის შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა, გავლენას ახდენს დაგეგმილ რეისებზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს დაზარალებული მგზავრების მხარდასაჭერად.

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს ჯავშანში მითითებული საკონტაქტო მონაცემები განახლებულია და თვალი ადევნეთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას სიახლეების მისაღებად.

ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მოთმინებასა და გაგებას ამ პერიოდში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში 28 თე­ბერ­ვლი­დან მიმდი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას შემდეგ, რაც ის­რა­ელ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტატებ­მა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, ირან­მა კი სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა ის­რა­ელ­ზე და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე კა­ტარ­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ბაჰ­რე­ინ­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­სა და ქუვე­ით­ში.

28 თე­ბერ­ვალს ირან­ზე ის­რა­ე­ლის და აშშ-ის დარ­ტყმე­ბის შედეგად მოკ­ლუ­ლია ისლამუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ხა­მე­ნეი და არა­ერ­თი მაღალჩი­ნო­სა­ნი, მათ შო­რის შეიარა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

61