გაერთიანებული სამეფო გაზრდის დახმარებას უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 75 ქვეყნიდან.
FBI-იმ გამოძიებით დაადგინა, რომ ჩინეთში წარმოებული "ჰუავეის" ტექნოლოგიები ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული შეიარაღების კომუნიკაციებზე ხარვეზებს იწვევს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეზობლებმა პოსტდამში, მის სახლთან სანაგვე ყუთში, დიდი შვიდეულის სამიტის საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს.
მე თუ გამოვაცხადებ, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრას, დონალდ ტრამპის დევნა მაშინვე შეწყდება, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტუვამ რუსეთში, კალინინგრადის ოლქში სანქცირებული ტვირთების სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა. ამის შესახებ ლიეტუვის რკინიგზის წარმომადგენელმა, მანტას დუბაუსკასმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.