სსტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხუთი პროცენტით.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.
„ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენზე წარდგენილები იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩისთვის იყვნენ გამოძახებულები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაცია.
სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია.
გარემოს ეროვნული სააგენტო 28-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. საელჩო მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ავრცელებს.