საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ ხელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.6 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა.
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხრივ ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელი გადასცა.