jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. საელჩო მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ავრცელებს.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – წერს შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

82