„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.
თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია, დემოგრაფიული სიტუაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონფერენციაში, სხვადასხვა რეგიონის, 200-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. საპატიო თავმჯდომარე იყო მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე.
ღონისძიებაზე, დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა, კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.