
დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 24 თებერვალს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა „დიფ სთეითმა“ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.