ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია, მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს, სანქციები გზაშია, - ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვდა.
საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს.
ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში 4949 კონცენტრაცია დარეგისტრირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 21 იანვარს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ულოცავს გაპრეზიდენტებას. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მისთვის ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ხალხის წარდგენა პატივი იყო.
ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.