გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა.
თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ , - ამის შესახებ ეუთო-ს ე.წ. „სამეულის“, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.
მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულდა- სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა.
მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა - ყველას ვურჩევდი, გადაიაზრონ ყველაფერი. ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა დასრულებულია, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.