
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის და გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდნენ.


პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა.

სამასი კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. ისინი ძირითადად პარტიული აქტივისტები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა ომის იმიტაცია და საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

[სალომე ზურაბიშვილი] ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.