"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.026 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ვიზის დეპოზიტის“ პროგრამას აფართოებს. როგორც Associated Press-ი იუწყება, ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.
ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2 პროცენტით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არის ცნობა იმის შესახებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სურვილი იყო, რომ სიონის ტაძარში დაკრძალულიყო, თუმცა ეს საკითხი სინოდმა უნდა დაადგინოს, ასევე, დადგინდება დაკრძალვის თარიღიც.