gorgia
ავერსი legi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ვიზის დეპოზიტის“ პროგრამას აფართოებს. როგორც Associated Press-ი იუწყება, ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

2 აპრილიდან დამატებით 12 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის გაკეთებისას საკონსულოს გადაწყვეტილებით 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.

იმ 12 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელიც პროგრამას ემატება, ასე გამოყურება: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.

რა ტიპის ვიზებს ეხება ცვლილება?
AP-ის ცნობითვე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს ვიზაზე უარი ეთქვათ ან თუ დამტკიცდა, რომ პირი დაიცავს ვიზის პირობებს, დეპოზიტის თანხა უკან უბრუნდებათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, რეგულაციები B1/B2 ვიზებს (ტურისტული/ბიზნეს/ სამედიცინო) ეხება.

ცნობისთვის, „ვიზის დეპოზიტის“ პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შემოიღო. პროგრამის მიზანია, ვიზების ვადის გასვლის შემდეგ, ამერიკაში დარჩენის და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის შემდეგ, რეგულაციები 50 ქვეყნის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე გავრცელდება.

114